Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირი სირიაში ქიმიური იარაღის თაობაზე გამოძიების ჩატარებას ითხოვს


ევროპის კავშირმა დამასკს მოსთხოვა, სირიაში დაუშვას გაეროს ექსპერტები ქიმიური იარაღის თაობაზე გამოძიების ჩასატარებლად. ეს მოთხოვნა გაკეთდა მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა პარასკევს განაცხადა, რომ არსებობს იმის „შეზღუდული, მაგრამ მზარდი“ მტკიცებულება, რომ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი ქიმიურ იარაღს იყენებს. კამერონმა ბი-ბი-სი-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მტკიცებულებები ძალზე შემაშფოთებელია და თუ ეჭვი დადასტურდა, ის სამხედრო დანაშაულად იქნება კვალიფიცირებული. ამ განცხადებას ჯერჯერობით არ მოჰყოლია დამასკის ოფიციალური რეაქცია. ხუთშაბათს თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურებმა „სხვადასხვა ხარისხის დამაჯერებლობით“ დაასკვნეს, რომ ასადის რეჟიმმა გამოიყენა ქიმიური იარაღი, მათ შორის, ნერვული გაზი ზარინი.
XS
SM
MD
LG