Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველმა ძიუდოისტმა ევროპის ჩემპიონატზე მესამე ოქროს მედალი მოიგო


საქართველოს ნაკრების წევრმა ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში მესამე ოქროს მედალი შესძინა დღეს გუნდს. ბუდაპეშტში მიმდინარე შეჯიბრზე ავთანდილ ჭრიკიშვილი ფინალურ შეხვედრაში ხორვატ ტომისლავ მარიჯანოვიჩს შეხვდა და მეტოქეს ერთი გაფრთხილებით სძლია. დღესვე, ვერცხლის მედლის მფლობელი ნუგზარ ტატალაშვილი გახდა. ფინალში ის სლოვენიელ როკ დრაკშიჩთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. 25 აპრილს ოქროს მედლები ამირან პაპინაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
XS
SM
MD
LG