Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით სერგეენკომ და კობა დავითაშვილმა კონფლიქტი ამოწურეს


"მე დავსვი შეკითხვები და მივიღე პასუხები, რომელმაც დამაკმაყოფილა", - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა კობა დავითაშვილმა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსა და ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე განმარტებით, ჯანდაცვის მინისტრისგან მიღებული პასუხებით მას უკვე სჯერა, რომ ჯანდაცვის რეფორმა განხორციელდება ისე, როგორც "ქართული ოცნება" დაპირდა საზოგადოებას. კობა დავითაშვილსა და დავით სერგეენკოს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც დეპუტატმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ჯანდაცვის მინისტრი კერძო სადაზღვევო კომპანიებს ლობირებს და ჯანდაცვის სისტემაში რეფორმა არ მიმდინარეობს. მაშინ სერგეენკომ დეპუტატისგან ან დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა მოითხოვა, ან ბოდიშის მოხდა. კობა დავითაშვილის თქმით მათ შორის ურთიერთობის პრობლემა ბოდიშის მოხდის გარეშე მოგვარდა.
XS
SM
MD
LG