Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში შუალედური არჩევნები გრძელდება


საქართველოში გრძელდება შუალედური არჩევნები ნაძალადევის, ბაღდადისა და სამტრედიის ოლქებში. ცესკოს ინფორმაციით 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა ისევ ბაღდათის საარჩევნო ოლქში ფიქსირდება. როგორც ცესკოს სპიკერი ეკა აზარაშვილი აცხადებს , ბაღდათში არჩევნებში მონაწილეობა 8300-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 35.5%-ს შეადგენს. ნაძალადევში საარჩევნო უბნებზე 26297 (18.7%) ამომრჩეველი მივიდა, ხოლო სამტრედიაში სასურველ კანდიდატს 15094-მა ამომრჩეველმა (31.2%) მისცა ხმა. ყველაზე მაღალი კონკურენცია ნაძალადევის ოლქშია, სადაც მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისათვის ათი კანდიდატი იბრძვის, მათ შორის ქართული ოცნებიდან თამარ კორძაია, ნაციონალური მოძრაობიდან პაპუნა დავითაია, ხოლო თავისუფალი საქართველოდან კახა კუკავა. ეს ადგილები ვაკანტური გახდა მას შემდეგ, რაც 1 ოქტომბერს ნაძალადევში გამარჯვებულმა თეა წულუკიანმა, ბაღდადის ყოფილმა მაჟორიტარმა არჩილ კბილაშვილმა და სამტრედიაში გამარჯვებულმა კახი კალაძემ აღმასრულებელ ხელისუფლება განაგრძეს მუშაობა.
XS
SM
MD
LG