Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბანგლადეშში საპირველმაისო აქციაზე მოითხოვეს შრომის პირობების გაუმჯობესება


ბანგლადეშში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა საპირველმაისო დემონსტრაციაში, შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით. აქციაზე პროტესტს გამოთქვამდნენ დედაქალაქ დაკასთან მაღალსართულიანი შენობის დანგრევის შედეგად გასულ კვირაში ასობით ადამიანის დაღუპვის გამო. ოფიციალური პირების ცნობით, დაიღუპა 400-ზე მეტი ადამიანი. შენობაში რამდენიმე საწარმო იყო განთავსებული. დღეს დემონსტრანტებმა მოითხოვეს ბანგლადეშში სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების ზომების დაცვა და დანგრეული შენობის მფლობელის დასჯა. შენობის მფლობელი, მშენებელი ინჟინრები და საწარმოთა მფლობელები დაუდევრობის ბრალდებით არიან დაკავებული.
XS
SM
MD
LG