Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის საკრებულომ ქალაქის მერობის მსურველთათვის კონკურსი გამოაცხადა


ქუთაისის საკრებულომ ქალაქის მერობის მსურველთათვის კონკურსი გამოაცხადა. საკონკურსო კომისიაში განაცხადების შეტანის ვადა 14 მაისს იწურება. ქუთაისის მერის თანამდებობა ვაკანტური გახდა მას შემდეგ, რაც საკრებულომ მოქმედ მერს, ბესიკ ბრეგაძეს უნდობლობა გამოუცხადა. საკონკურსო კომისია ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციისა და ქუთაისის საკრებულოს ორი დეპუტატით დაკომპლექტდა.
XS
SM
MD
LG