Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომალიში მთავრობის კორტეჟზე თავდასხმა მოეწყო


სომალიში, სულ ცოტა, რვა ადამიანი დაიღუპა დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. აფეთქება დედაქალაქ მოგადიშუში მოეწყო და მიმართული იყო მთავრობის კორტეჟის წინააღმდეგ. სომალელი ოფიციალური პირების განცხადებით, თვითმკვლელმა თავდამსხმელმა დანაღმული ავტომანქანა ააფეთქა მთავრობის დაჯავშნულ ავტომანქანასთან, რომელშიც კატარის ოფიციალური დელეგაციის ოთხი წევრი იჯდა. დაღუპულებს შორის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები არიან. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია. წარსულში ასეთ თავდასხმებში ისლამურ ექსტრემისტულ ჯგუფ „ალ-შაჰაბს“ ადანაშაულებდნენ. "ალ-შაჰაბი" სომალის ბევრი რეგიონიდან განდევნეს აფრიკის კავშირის ჯარისკაცებმა, თუმცა ზოგ პროვინციაში ექსტრემისტები მაინც ინარჩუნებენ პოზიციას.
XS
SM
MD
LG