Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი მონაწილეობას მიიღებს ბაქოში მადრიდის კლუბის მიერ ორგანიზებულ სამხრეთ კავკასიის ფორუმში


საქართველოს პრეზიდენტი 6-8 მაისს ბაქოში მიიღებს მონაწილეობას მადრიდის კლუბის მიერ ორგანიზებულ სამხრეთ კავკასიის ფორუმში. მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის ცნობით, ფორუმზე, რომელსაც 300-ზე მეტი პოლიტიკოსი და ექსპერტი დაესწრება, დემოკრატიის და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების საკითხები განიხილება. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობითვე, დაგეგმილია ფორუმზე მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა და მისი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან.
XS
SM
MD
LG