Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბანგლადეშში 700-მდე გაიზარდა ნგრევის მსხვერპლთა რიცხვი


ბანგლადეშელი ოფიციალური პირების ცნობით, სამშაბათს მაშველებმა ისევ მიაგნეს გვამებს 24 აპრილს დანგრეული შენობის ნანგრევებში, რის შედეგადაც 700-მდე გაიზარდა კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. რვასართულიანი შენობა, რომელსაც ტანსაცმლის მწარმოებელი რამდენიმე კომპანია იყენებდა, დედაქალაქ დაკასთან, 30-მდე კილომეტრში იყო აღმართული. დაშავდა 2400-ზე მეტი ადამიანი. საქმე ეხება ბოლო ინციდენტს უბედური შემთხვევების მთელი სერიიდან მრეწველობის ამ დარგში, რომელზეც ბანგლადეშიდან ექსპორტის 80-მდე პროცენტი მოდის.
XS
SM
MD
LG