Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს


სახალხო დამცველმა საქართველოს მთავრობას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, საკანონმდებლო და ადმინისტრაციული რეგულაციების რევიზიისა და ცვლილებების უზრუნველყოფის თაობაზე რეკომენდაციით მიმართა. როგორც "ინტერპრესნიუსი" ომბუდსმენის აპარატზე დაყრდნობით იუწყება, "საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს შესაბამისი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული რეგულაციების რევიზია, დახვეწა და განახლება, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ყველა სფეროში მიღებულ იქნას შესაბამისი ზომები მათთვის ფიზიკური გარემოს, ტრანსპორტის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, მათ შორის ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და სისტემების, ასევე სხვა საზოგადოებისათვის ღია ობიექტებისა და მომსახურების თანაბარი მისაწვდომობა როგორც ქალაქის, ასევე სოფლის პირობებში. ამასთანავე ის მიმართავს მთავრობას, შესაბამისმა ორგანოებმა მოახდინონ სხვადასხვა ნორმატიული აქტით დაწესებული რეგულაციების განხორციელების მონიტორინგი და დაწესებული სანქციების ამოქმედება.
XS
SM
MD
LG