Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონი ჩინეთს კიბერჯაშუშობაში ღიად ადანაშაულებს


ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირველად დაადანაშაულა ღიად ჩინეთის მთავრობა და შეიარაღებული ძალები კიბერჯაშუშობაში: ”2012 წელს ბევრი კომპიუტერული ქსელი, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების ქსელი კიბერშეტევების მსხვერპლი გახდა, ირკვევა, რომ მათ უკან ჩინეთი და ჩინეთის შეიარაღებული ძალები დგანან”, - ნათქვამია პენტაგონის ყოველწლიურ ანგარიშში. როგორც ანგარიშშია მითითებული, შეტევების მიზანი იყო ინფორმაციის მოპოვება შეერთებული შტატების ეკონომიკის, თავდაცვისა და დიპლომატიის შესახებ, რომლებიც ჩინელი სამხედროების მხრიდან შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო ჩინეთის თავდაცვის გაძლიერებისათვის. ჩინეთი ამგვარ ბრალდებებს ყოველთვის უარყოფს და აცხადებს, რომ პირიქით, ისინი თავად არიან კიბერშეტევების მსხვერპლნი.
XS
SM
MD
LG