Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონში კონფერენციაზე სომალის საკითხზე იმსჯელებენ


კონფერენციაში, რომელიც სომალიში უსაფრთხოების საკითხებს ეხება 50 სახელმწიფოს დელეგატები და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრები მიიღებენ მონაწილეობას. კონფერენცია ლონდონში სამშაბათს გაიმართება. შეხვედრა ლონდონში ბრიტანეთის პრემიერი დევიდ კამერონის ხელმძღვანელობით უკვე მეორე წელია იმართება. კონფერენციის მონაწილეები ცდილობენ მიიღონ გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იქნეს მიღწეული სიმშვიდე აფრიკულ სახელმწფოში, რომელიც ქვეყანამ უკვე ორ ათეულ წელზე მეტია არაერთი პრობლემების გამო ვერ მოიპოვა. გასულ წელს ქვეყანაში ახალი მმართველობა გაჩნდა, რომელიც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ამერიკამ და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა პირველად აღიარა. თუმცა მიუხედავად ამისა, ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავაც კონტროლდება მოძრაობა ”ალ შაბაბის” ბოევიკების მიერ. გაეროს ინფორმაციით, 2010-2012 წელს, შიმშილის გამო 260 ათასი ადამიანი დაიღუპა. კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იქნება ქვეყანაში იმ შეიარაღებული ძალის შექმნა, რომელიც სომალიში სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ იბრძოლებს.
XS
SM
MD
LG