Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავითაშვილს პრემიერ-მინისტრის განცხადებებმა "გული ატკინა"


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კობა დავითაშვილი მისი მისამართით პრემიერ-მინისტრ, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, "ძალიან სამწუხაროსა" და "გულსატკენს" უწოდებს. ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ თანახმად, ამის შესახებ კობა დავითაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "ძალიან სამწუხარო და გულსატკენი განცხადებები გააკეთა პრემიერმა. მან თქვა, "სერგეენკო აკეთებს უფრო მეტს, ვიდრე აკეთებს კობა დავითაშვილი, ან ოდესმე გაუკეთებია", ეს იყო მთელი ჩემი ცხოვრების ერთი დიდი წითელი ხაზით გადახაზვა. მსგავსი შეურაცხყოფა არც ერთი მკაცრი ოპონენტისგან არ მიმიღია“,- აღნიშნა კობა დავითაშვილმა. მისივე თქმით, გულწრფელად სწყინს, როდესაც ბიძინა ივანიშვილისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი როგორც წყარო უფრო სანდოა, ვიდრე თავად კობა დავითაშვილი.
XS
SM
MD
LG