დღეს პაკისტანის ჩრდილო–დასავლეთში თვითმკვლელმა თავდამსხმელმა პოლიციის განყოფილების ტერიტორიაზე აფეთქება განახორციელა. ოფიციალური ინფორმაციით, სულ ცოტა 2 ადამიანია დაღუპული და 20–ზე მეტი დაჭრილი. აფეთქება ბანუს რაიონში მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელმა ასაფეთქებელი მასალით დატვირთული ავტომანქანა პოლიციის ეზოს ღობისკენ მიმართა, აფეთქებამ სერიოზულად დააზიანა პოლიციის შენობა და ახლოს მდებარე შენობები. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. ბანუს რაიონი ჩრდილოეთ ვაზირისტანის საზღვართან ახლოს მდებარეობს. ჩრდილოეთ ვაზირისტანს თავს აფარებენ ალ–ყაიდასა და თალიბანთან დაკავშირებული პირები.
ყველაზე პოპულარული
1