Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ მაჭავარიანი იმედოვნებს, რომ ევროსაბჭოს მინისტერიალის დღის წესრიგში აგვისტოს ომის საკითხს შეიტანენ


ევროსაბჭოს მინისტერიალის დღის წესრიგში აგვისტოს ომის საკითხი შეტანილი არ არის - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა. მისი თქმით, ოპტიმისტია და რაღაც გაუგებრობას არ გამორიცხავს, რადგან სხვა ახსნას ვერ პოულობს. მაჭავარიანის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ალბათ ეყოფა გონიერება რომ ეს საკითხი მინისტერიალზე დასვას, რადგან 2008 წლის შემდეგ არ ყოფილა არცერთი შეხვედრა, რომელზეც აგვისტოს ომი არ განხილულა.
XS
SM
MD
LG