Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში ინტერნეტი გათიშულია, ასადი ისრაელს აფრთხილებს


სირიაში თითქმის მთლიანად გათიშულია ინტერნეტი. კომპანიები, რომლებიც გლობალურ ინტერნეტ-მოძრაობას აკვირდებიან - მათ შორის Google - აცხადებენ, რომ ინტერნეტის გათიშვის პროცესი სამშაბათს საღამოს დაიწყო. ჯერჯერობით გაურკვეველია რამ გამოიწვია გათიშვა. ექსპერტების თქმით, თუკი ვინმე პასუხისმგებლობას არ იკისრებს, იმის გარკვევა, თუ რა მოხდა, პრაქტიკულად შეუძლებელია. სირიაში ინტერნეტი ორი დღის განმავლობაში შემოდგომაზეც იყო გათიშული. სამშაბათს უფრო ადრე სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა განაცხადა, სირიას შეუძლია დაუპირისპირდეს „ისრაელის აგრესიასო“. ასადმა ეს განცხადება დამასკში გააკეთა, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ალი აკბარ სალეჰისთან შეხვედრის შემდეგ. ეს სირიის ლიდერის პირველი განცხადება იყო ისრაელის მიერ ახლახან განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შემდეგ - დამასკის სიახლოვეს სამხედრო სამიზნეებზე მიტანილი იერიშის ჩათვლით. ასადმა ისრაელს „ტერორისტების“ მხარდაჭერაში დასდო ბრალი. რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლებს სირიის მთავრობა სწორედ ამ სახელით მოიხსენიებს. თუმცა ასადს თავის განცხადებებში არ უთქვამს, რომ სირია საპასუხო იერიშს განახორციელებს.
XS
SM
MD
LG