Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქმენეთში დააპატიმრეს რადიო თავისუფლების კორესპონდენტი


ადგილობრივმა პოლიციამ რადიო თავისუფლების თურქმენული სამსახურის კორესპონდენტი როვშან იაზმუჰამედოვი დააკავა. როგორც ჟურნალისტის დედამ, ფარჩა იაზმუჰამედოვამ უთხრა რადიო თავისუფლებას, მისი შვილი 6 მაისს, შუადღის შემდეგ აღარ დაბრუნებულა სახლში. მოგვიანებით დამირეკა პროკურორმა და შემახვედრეს როვშანს, მაგრამ მის დაპატიმრების თაობაზე პოლიციაში არავითარი განმარტება არ მოუციათ. 30 წლის როვშან იაზმუჰამედოვი, რომელიც 2012 წლის სექტემბრიდან მუშაობს რადიო თავისუფლებაში, ორშაბათს თურქმენეთის ქალაქ თურქმენაბათში დააკავეს. ჟურნალისტის ახლობლები ამბობენ, რომ როვშან იაზმუჰამედოვი უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა წარსულში არაერთგზის დაკითხეს და მის სახლთან პოლიციამ თვალთვალიც კი დააწესა. თურქმენეთი მსოფლიოს ყველაზე უფრო კარჩაკეტილ ქვეყნად ითვლება. მედიის ყველა საშუალება სახელმწიფო მხრიდან კონტროლდება და დიდი სიძნელეს წარმოადგენდეს ინფორმაციის გარედან მიღება.
XS
SM
MD
LG