Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში არჩევნების წინ ძალადობა გრძელდება


პაკისტანში გრძელდება თავდასხმები პოლიტიკოსებზე, 11 მაისს დანიშნული საყოველთაო არჩევნების წინ. ქვეყნის სადაზვერვო სტრუქტურების წარმომადგენლებმა რადიო თავისუფლების პაკისტანურ სამსახურს უთხრეს, რომ პარასკევს ჩრდილოეთ ვაზირისტანში ოთხი კანდიდატის ოფისების წინ აფეთქებები მოხდა, რასაც სულ მცირე სამი ადამიანი ემსხვერპლა. კიდევ ერთი აფეთქება მოხდა ყეტაში - იქ მიზანში ამოიღეს სეკულარული ორიენტაციის პაკისტანის სახალხო პარტიის ოფისი, რასაც ხუთი ადამიანის დაჭრა მოჰყვა. ჯერჯერობით გაურკვეველია რა ბედი ეწია ალი ჰაიდერ გილანის, ამ პარტიის კანდიდატს და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იუსუფ რაზა გილანის ვაჟს, რომელიც ხუთშაბათს გაიტაცეს შეიარაღებულმა პირებმა, მულთანში გამართული წინასაარჩევნო აქციიდან. გატაცემულის მამამ ჟურნალსიტებს პარასკევს უთხრა, რომ მისი ვაჟის გამტაცებლების ვინაობა ჯერ კიდევ დაუდგენელია:„ამ მომენტში არსებული მტკიცებულებები გარკვეულ ტერორისტულ ჯგუფებზე მიუთითებს. გვაქვს ინფორმაცია და ამაზე ვმუშაობთ. თუმცა, ვფიქრობ, მომავალი რამდენიმე დღის განმავლობაში უფრო მეტი გვეცოდინება იმის თაობაზე, თუ რომელი ჯგუფია ჩართული ამ საქმეში“ - განაცხადა გილანიმ.პაკისტანის თალიბანი ემუქრება სახალხო პარტიას და მის მთავარ პარტნიორ პარტიებს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში არჩევნებთან დაკავშირებულ თავდასხმებს 110-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.
XS
SM
MD
LG