Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში განახლდა ჰოსნი მუბარაქის სასამართლო პროცესი


ეგვიპტეში დაიწყო ყოფილი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის ხელახალი სასამართლო პროცესი. მას ბრალად ედება მონაწილეობა 2011 წელს კაიროში საპროტესტო აქციის მონაწილეთა დახოცვის აქტში. სახელმწიფო მედიის ცნობით, სასამართლო კაიროს შემოგარენში, პოლიციის აკადემიის შენობაში იყო მოწყობილი, ტერიტორიის უსაფრთხოებას კი 3,000-მდე პოლიციელი იცავდა. მუბარაქი და მისი რეჟიმის დროს შინაგან საქმეთა მინისტრი, ჰაბიბ ალ-ადლი ივნისში დამნაშავედ სცნეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა იანვარში ეგვიპტის უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო მათი გასაჩივრება და ხელახალი სასამართლოს გამართვის ბრძანება გასცა. მუბარაქის ხელისუფლება 2011 წლის თებერვალში დაამხეს, 18-დღიანი ამბოხების შედეგად. ამბოხებას 840-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 85 წლის მუბარაქი ამჟამად ციხის საავადმყოფოშია მოთავსებული. სასამართლოს წინაშე არიან მისი ვაჟებიც, ალაა და გამალი. მათ კორუფციაში ედებათ ბრალი.
XS
SM
MD
LG