Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ოფიციალური პირი აცხადებს, რომ სირიის საკითხზე კონფერენცია მაისში ვერ გაიმართება


როგორც იუწყებიან, რუსეთის ოფიციალური პირის განცხადებით, გამოიკვეთა უთანხმოება იმის თაობაზე, თუ ვის უნდა ჰქონდეს სირიის სამშვიდობო პროცესში მონაწილეობის უფლება - რამაც, შესაძლოა, ხელი შეუშალოს სირიის საკითხზე საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზების პროცესს. ამგვარი კონფერენციის მოწვევის გეგმის შესახებ სამშაბათს გამოაცხადეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა. მათ თქვეს, რომ კონფერენციას ორგანიზებას ვაშინგტონი და მოსკოვი გაუწევენ და იმედი გამოთქვეს, რომ ღონისძიება მიმდინარე თვეში შედგება. დასავლეთის და რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ რუსეთის ანონიმურად დატოვებული ოფიციალური პირის სიტყვებს, რომ ამგვარი საერთაშორისო შეხვედრის გამართვა მაისის ბოლოსთვის შეუძლებელი იქნება. როგორც იუწყებიან, ეს პირი კერი-ლავროვის შეხვედრასაც ესწრებოდა. რუსეთი სირიისთვის სანქციების დაწესების წინააღმდეგ გამოდის, თუმცა მხარს უჭერს დროებითი მთავრობის შექმნის წინადადებას. გაეროს შეფასებით, სირიაში ორი წლის მანძილზე მიმდინარე კონფლიქტს სულ მცირე 70,000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
XS
SM
MD
LG