Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონი ბოიკოტს უცხადებს ირანის თავმჯდომარეობას ”გაეროს განიარაღების კონფერენციაში”


ვაშინგტონი აცხადებს, რომ მისი ელჩები არ მიიღებენ მონაწილეობას გაეროს განიარაღების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში მას შემდეგ, რაც მიმდინარე თვეში კონფერენციის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა ირანი გახდება. გაეროში აშშ-ის მისიის წარმომადგენელმა ერინ პელტონმა განაცხადა, რომ ირანის თავმჯდომარეობა ”სამწუხარო და არამართებულია” და რომ ეს ”ეწინააღმდეგება კონფერენციის მიზნებსა და ამოცანებს”. განიარაღების კონფერენციის ფარგლებში შეხვედრები 27 მაისს დაიწყება და 4 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. განიარაღების კონფერენციის მიზანია შეთანხმების მიღწევა ბირთვულ განიარაღებაზე და მასობრივი განადგურების იარაღის განვითარების შეჩერებაზე.
XS
SM
MD
LG