Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთისა და ისრაელის ლიდერები სირიის კრიზისზე მსჯელობენ


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სოჭში ხვდება ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეტანიაჰუს. საუბრის დაწყებამდე პუტინმა განაცხადა, რომ მოლაპარაკების დროს ყურადღებას გაამახვილებენ სირიის კრიზისზე. მანვე დადებითად შეაფასა ისრაელთან რუსეთის ურთიერთობა: „მსურს აღვნიშნო, რომ მთლიანობაში, დადებითი ტენდენცია გვაქვს ორმხრივ ურთიერთობაში. კარგად მიდის მუშაობა ექსპერტთა დონეზე და, რასაკვირველია, მოველი, რომ თქვენთან ერთად ვიმსჯელებთ ვითარებაზე რეგიონში, სირიის ჩათვლით“. მოსალოდნელია, რომ ნეტანიაჰუ შეეხება მოსკოვის გეგმას, რომელიც ითვალისწინებს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადისათვის ანტისაჰაერო რაკეტების მიწოდებას. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ ეს გეგმა „დესტაბილიზაციის პოტენციალის“ შემცველად მოიხსენია. ამ კვირაში რუსეთს ეწვევა გაეროს გენერალური მდივანი ბან კი-მუნიც, სირიაში ორ წელიწადზე მეტი ხნის წინ დაწყებული კონფლიქტის მოგვარებაზე მოსალაპარაკებლად.
XS
SM
MD
LG