Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს გაიხსნა კანის საერთაშორისო კინოფესტივალი


საფრანგეთის ქალაქ კანში დღეს გაიხსნა საერთაშორისო კინოფესტივალი - მსოფლიოში უდიდესი და ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფორუმი. ფესქტივალის სტუმრებმა ნახეს ამერიკელ მწერალ სკოტ ფიცჯერალდის რომანის, „დიდი გეტსბის“ ახალი ეკრანიზაცია. 12 დღის განმავლობაში კანში ასობით ფილმს აჩვენებენ. საკონკურსო პროგრამაში ჩართულია 20 ნამუშევარი - 26 მაისს გამოცხადდება, რომელს ერგება პრემიები, მათ შორის მთავარი ჯილდო - ოქროს პალმა. კანის კინოფესტივალის ჟიურის წელს ხელმძღვანელობს გამოჩენილი ამერიკელი რეჟისორი, სტივენ სპილბერგი.
XS
SM
MD
LG