Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის უცხოური ვიზიტების სტატუსის და დღის წესრიგის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას მოითხოვა


საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოუწოდა, საჯაროდ გაავრცელოს განცხადება უახლოესი ერთი თვის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის უცხოური ვიზიტების სტატუსის და დღის წესრიგის შესახებ. პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა, რომ 14 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი აშშ-ში იმყოფება და, ამასთან, უახლოეს ხანში გეგმავს კიდევ რამდენიმე ქვეყანაში ჩასვლას. კვაჭანტირაძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ვიზიტების შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს საგარეო საქმეთა სამინისტრო და მათ მომზადებაში არ არის ჩართული ქვეყნის დიპლომატიური კორპუსი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან ითხოვს განმარტებას, თუ რა სტატუსი აქვს მიხეილ სააკაშვილის ვიზიტებს - სამუშაო, თუ სახელმწიფო, მასთან ერთად რა სტატუსით მოგზაურობენ საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატები და რა თანხა იხარჯება. დღესვე საპარლამენტო უმრავლესობამ მოითხოვა, რომ პრეზიდენტმა მოიწვიოს უშიშროების საბჭოს სხდომა და მის წევრებს გააცნოს უცხოური ვიზიტების მიზნები. საპასუხოდ, დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტს კანონმდებლობით ევალება აქტიურად იყოს ჩართული საგარეო ურთიერთობის საკითხებში და, შესაბამისად, უწევს მოგზაურობა. ჯაფარიძემ უმრავლესობას ურჩია, დღეს დასმული შეკითხვები პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლისას პირადად მას დაუსვან.
XS
SM
MD
LG