Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის ფინანსთა მინისტრი უარყოფს ვაშინგტონიდან მომდინარე კრიტიკას


ავღანეთის ფინანსთა მინისტრი არ ეთანხმება აშშ-ის მთავრობის ანგარიშს ავღანეთში აშშ-ის კონტრაქტორი ფირმების ერთ მილიარდ დოლარამდე დაბეგრვა-დაჯარიმების შესახებ. ავღანეთში მიმდინარე სამშენებლო სამუშაობის საგანგებო გენერალურმა ინსპექტორმა სამშაბათს გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2008 წლიდან დღემდე ავღანეთის მთავრობამ გადასახადებისა და ჯარიმების სახით 921 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა აშშ-ის კონტრაქტორ 43 კომპანიას. ავღანეთის ფინანსთა მინისტრმა ომარ ზახილვალმა რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს განუცხადა, რომ ასეთი განცხადებები პოლიტიკურად მოტივირებულია და დაძაბავს ქაბულისა და ვაშინგტონის ურთიერთობებს.
XS
SM
MD
LG