Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ულტრაორთოდოქსი ებრაელები სამხედრო სამსახურში გაწვევას აპროტესტებენ


იერუსალიმში ათასობით ულტრაორთოდოქსმა ებრაელმა მონაწილეობა მიიღო საპროტესტო დემონტრაციაში. მათ სამხედრო სამსახურში მოსალოდნელი გაწვევა გააპროტესტეს. დემონტრანტები მთავარ სამხედრო გამწვევ პუნქტთან შეიკრიბნენ. ისინი შენობას ესროდნენ ქვებს და წვავდნენ ნაგვის ყუთებს. რელიგიური თვალსაზრისით, ულტრაორთოდოქს ებრაელებს ჯარში არ იწვევენ, თუმცა ახალი მმართველი კოალიცია გეგმავს, შეცვალოს გაწვევის წესები. მათ ინიციატივას განიხილავს სპეციალური სამთავრობო კომიტეტი.
XS
SM
MD
LG