Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში მოხდა დაპირისპირება მთავრობის მომხრებსა და ოპონენტებს შორის


უკრაინის დედაქალაქში რამდენიმე ადამიანი დაშავდა მთავრობის მომხრე და მოწინააღმდეგე დემონსტრანტებს შორის დაპირისპირებისას. პოლიციის ცნობით, ხალხი დაშავდა მას შემდეგ, რაც დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთს წყლის ბოთლების და ქვების სროლა დაუწყეს. იუწყებიან აგრეთვე ჯერ დაუდგენელი აირის გამოყენების შესახებ. დაპირისპირება მოხდა ოპოზიციურ პარტია „სვობოდას“ მომხრეებს და მთავრობის მომხრე დემონსტრანტებს შორის. რამდენიმე საათით ადრე, „სვობოდამ“ განაცხადა, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, „უდართან“ და „ბატკივშჩინასთან“ ერთად შეარჩევს საერთო კანდიდატს, რომელიც პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს დაუპირისპირდება 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. დღესვე კიევში და სიმფეროპოლში აღნიშნეს სტალინის მიერ ყირიმელი თათრების მასობრივი გადასახლების 69-ე წლისთავი.
XS
SM
MD
LG