Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში ხორციელდება იერიში ქალაქზე, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ


სირიაში მთავრობის ჯარები ახორციელებენ იერიშს ქალაქ ყუსაირზე, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ. ყუსაირი ცენტრალურ სირიაში მდებარეობს. ლონდონში დაფუძნებულ ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ ცნობით, სირიელ ჯარისკაცებს დახმარებას უწევენ ლიბანში დაფუძნებულ ექსტრემისტულ ჯგუფ „ჰისბოლას“ მებრძოლები. უფლებადამცველი ორგანიზაციის ცნობით, იერიში კვირას დაიწყო ყუსაირის დასაბომბად საჰაერო ძალებისა და არტილერიის გამოყენებით. დაიღუპა, სულ ცოტა, 20 ადამიანი. გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა დღეს მოსკოვში ვიზიტისას გამოთქვა იმედი, რომ მომავალი წლის დასაწყისში ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია, სირიაში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე მოსალაპარაკებლად.
XS
SM
MD
LG