Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში დაკრძალეს შაბათს მოკლული პოლიტიკოსი ქალი


კვირას პაკისტანის ქალაქ კარაჩიში დაკრძალეს ამავე ქალაქში წინა დღეს მოკლული პოლიტიკოსი ქალი, ზოჰრა ჰუსაინი. ის კრიკეტის ყოფილი ვარსკვლავის, იმრან ხანის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იყო. დაკრძალვის ცერემონიას ასობით ადამიანი დაესწრო. პოლიტიკოსის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია. იმრან ხანი მისი პარტიის მოწინააღმდეგე პოლიტიკურ გაერთიანებას, „მუტაჰიდა ყაუმის მოძრაობას“ ადანაშაულებს მკვლელობაში, რომელიც მოხდა კარაჩიში განმეორებითი საპარლამენტო არჩევნების წინა დღეს, ანუ შაბათს. „მუტაჰიდა ყაუმის მოძრაობა“ ბრალდებას უარყოფს. კვირას კი კარაჩიში განმეორებით ჩატარდა არჩევნები, რისი მიზეზიც იყო 11 მაისის საყოველთაო არჩევნების გაყალბების ბრალდება. კენჭისყრასთან დაკავშირებით, კვირას კარაჩიში უსაფრთხოების გაძლიერებულ ზომებს მიმართეს.
XS
SM
MD
LG