Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუნისში სამართალდამცავებთან შეტაკებისას დაიღუპა ერთი დემონსტრანტი


ტუნისში კვირას ერთი ადამიანი ემსხვერპლა სამართალდამცავებსა და რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების - ”ანსარ აშ-შარიას” მხარდამჭერებს შორის. დაღუპულია საპროტესტო აქციის მონაწილე. დაშავდა სულ ცოტა 14 ადამიანი, მათ შორის - 11 პოლიციელი. ამ ინფორმაციას ტუნისის შსს ავრცელებს. არეულობა მოხდა ქალაქებში კაირუანსა და ეტადამონში. ისლამისტებმა ბარიკადები ააგეს და ქვებს ესროდნენ სამართალდამცავებს. პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. რადიკალ ისლამისტთა გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ ქალაქ კაირუანში ”ანსარ აშ-შარიას” ყრილობის ჩატარება აკრძალა. ტუნისის ხელისუფლება თვლის, რომ ეს დაჯგუფება საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს.
XS
SM
MD
LG