Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთში ლგბტ თემის მსვლელობას აშშ-ის და ევროკავშირის ელჩები შეუერთდნენ


ასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ლესბოსელების, გეების, ბისექსუალების და ტრანსსექსუალების თემის მიერ მოწყობილ მსვლეობაში, კიშინიოვში, მოლდავეთის დედაქალქში. მსვლელობის ლოზუნგი იყო, "ყველასათვას ერთნაირი უფლებები". კვირას გამართულ მსვლელობას შეუერთდნენ აშშ-ის ელჩი მოლდავეთში, უილიამ მოზერი, ევროკავშირის ელჩი დირკ შიუბელი და გაფართოების და სამეზობლო პოლიტიკის კომისარი, შტეფან ფიულე. პოლიციამ მსვლელობა გზით ნახევარზე შეაჩერა, რადგან სურდა თავიდან აეცილებინა შეტაკება ჰომოსექსუალთა უფლებების მოწინააღმდეგებთან. კვირას, უფრო ადრე, რამდენიმე ასეული მართლმადიდებელი მღვდელი და ეკლესიის მიმდევრები კიშინიოვის საკათედრო ტაძართან შეიკრიბნენ და პროტესტი გამოთქვეს თანასწორი შესაძლებლობის შესახებ კანონის მიმართ. ეს კანონი, მოლდავეთმა მიიღო 2012 წელს, ევროპის კავშირში ინტეგრაციის ერთ-ერთი ნაბიჯის სახით. ის კრძალავს დასაქმების სფეროში ექსუალური უმცირესობების დისკრიმინაციას.

XS
SM
MD
LG