Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვედეთში ემიგრანტთა მღელვარება არ ცხრება


მეოთხე ღამეა არეულობაა სტოკჰოლმის მახლობლად, ემიგრანტებით დასახლებულ რაიონში. პროტესტის მონაწილეები თავს დაესხნენ პოლიციის განყოფილებას და მის დაწვას შეეცადნენ. პოლიცია აცხადებს, რომ კონფრონტაციას თავს აარიდებს. როგორც შვედური პრესა წერს, მხოლოდ ერთ ღამეში ემიგრანტებმა 100-ზე მეტი მანქანა დაწვეს. სტოკჰოლმის პოლიციის წარმომადგენლის შელი ლინგრენის თქმით, არეულობა ემიგრანტთა დასახლებაში მას შემდეგ დაიწყო, რაც უსაფრთხოების დამცველებმა 69 წლის მამაკაცი მოკლეს. მათი განცხადებით, მამაკაცი მათ დანით ემუქრებოდა.
XS
SM
MD
LG