Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგი უგულავა: არავინ გაქცევას არ აპირებს


თბილისში გვიან ღამით ერთი ავიარეისით დაბრუნდნენ ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია და დედაქალაქის მერი გიგი უგულავა. "ყველანი ჩამოვლენ ვინც საჭიროა, არავინ გაქცევას არ აპირებს და თუ თავისუფლების გზა გადის ციხეზე, დღეს ვანო იქნება, ხვალ სხვა, ზეგ შეიძლება მეც ვიყო და ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს”, - განუცხადა ჟურნალისტებს უგულავამ. მისივე თქმით, წლების განმავლობაში ბევრად მეტ გამოწვევას გაუძლეს და ”იმასთან შედარებით ციხე აბსოლუტურად არაფერია.” უგულავამ ხელისუფლებას მოუწოდა, ”ტყუილად თავს ნუ დაიღლიან” და რეალურად მოაგვარონ პრობლემები, რომლებიც მერის შეფასებით, დღითიდღე მრავლდება.
XS
SM
MD
LG