Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ოპოზიცია სამდღიან შეხვედრას იწყებს


დღეს სირიის ოპოზიციამ სტამბოლში დაიწყო სამდღიანი შეხვედრა, რომელზეც განიხილავენ რუსეთისა და აშშ-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მათი მონაწილეობის საკითხს. სამომავლოდ დაგეგმილი ამ კონფერენციის მიზანი სირიის კონფლიქტის დასრულებაა. მეამბოხეთა მხარდამჭერი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა იორდანიაში გამართეს ამ შეხვედრამდე მოლაპარაკება. სირიის მეგობარმა ქვეყნებმა ირანს და მის მოკავშირეს, ლიბანის „ჰიზბალას“, მოუწოდეს, გაიყვანონ თავისი მებრძოლები სირიიდან, რადგან ეს რეგიონში სტაბილურობას უშლის ხელს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზად არის გაზარდოს მეამბოხეთა მხარდაჭერა, თუ სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი არ ჩაერთვება მოლაპარაკებაში კონფლიქტის პოლიტიკური დასასრულის შესახებ.
XS
SM
MD
LG