Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა შეხვედრები გამართა ისრაელებსა და პალესტინელებთან


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ ახლო აღმოსავლეთში ვითარების სტაბილიზების გზები განიხილა ისრაელის და პელესტინელთა ხელმძღვანელობასთან. ხუთშაბთს, დილით, კერი შეხვდა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიმინ ნეტანიაჰუს, მოგვიანებით კი ესტუმრა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირს, რამალას, სადაც პალესტინელთა თვითმმართველობის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდა. ნეტანიაჰუმ კერისთან შეხვედრისას ილაპარაკა მზადყოფნაზე, განახლდეს სამშვიდობო მოლაპარაკება: „უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გვსურს განვაახლოთ სამშვიდობო მოლაპარაკება პალესტინელებთან. ამისთვის თქვენ დიდი შრომა გასწიეთ. ამისთვის ჩვენ ერთად ვიშრომეთ. ეს ისაა,რაც მე მსურს. ეს ისაა, რაც თქვენ გსურთ. იმედი მაქვს, პალესტინელებსაც ასევე სურთ. და ჩვენ წარმატებული უნდა ვიყოთ, მარტივი მიზეზის გამო, თუ არსებობს ნება, გზაც გამოინახება“. პალესტინელთა ლიდერმა კი ხაზი გაუსვა კერისთან შეხვედრაზე, რომ მათი მთავარი მოთხოვნა ისრაელის მიერ პალესტინელთა ტერიტორიებზე ებრაელთათვის დასახლებების მშენებლობის შეწყვეტაა.
XS
SM
MD
LG