Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთში მომხდარი მკვლელობის მსხვერპლის ვინაობა დაადგინეს


ბრიტანეთში მომხდარი სასტიკი მკვლელობის მსხვერპლის ვინაობა დაადგინეს. ის გამოდგა 25 წლის ჯარისკაცი, ლი რიგბი, რომელიც პოლიციის თანახმად, ავღანეთში მსახურობდა. რიგბი ოთხშაბათს მოკლეს ყასბის ნაჯახით და დანით შეიარაღებულმა პირებმა, რომლებიც ისლამურ ლოზუნგებს გაჰყვიროდნენ. მკვლელობა მოხდა დღისით-მზისით, ლონდონში, სამხედრო ყაზარმასთან. პოლიცია მომხდარს შესაძლებელ „ტერორისტულ აქტად“ განიხილავს. პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კამერონმა განაცხადა, რომ პასუხისმგებლობა ეკისრებათ „ამაზრზენ პირებს“, რომლებმაც თავდასხმა მოაწყვეს. ეჭვმიტანილებს, პოლიციამ, მათი დაკავების დროს, ესროლა და დაჭრილები დააპატიმრა.
XS
SM
MD
LG