Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთში კიდევ ორი პირი დააკავეს ჯარისკაცის მკვლელობასთან დაკავშირებით


ბრიტანეთის პოლიციამ კიდევ ორი ეჭვმიტანილი დააკავა ლონდონში ჯარისკაცის მკვლელობასთან დაკავშირებით. პოლიციის განცხადებით, დაკავებული არიან ერთი ქალი და ერთი მამაკაცი, ორივე 29 წლის, მკვლელობის მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობაში ეჭვმიტანის საფუძველზე. 25 წლის ჯარისკაცი ლი რიგბი ოთხშაბათს მოკლა ყასბის ნაჯახით და დანით შეიარაღებულმა ორმა მამაკაცმა, რომლებიც ისლამურ ლოზუნგებს გაჰყვიროდნენ. პოლიციამ ორივე დაჭრა მათ დაკავებამდე. მკვლელობას შესაძლო ტერაქტად განიხილავენ. პოლიციას არ გაუმხელია თავდამსხმელების ვინაობა, მაგრამ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი, ან შესაძლოა, ორივე თავდამსხმელი არის წარმოშობით ნიგერიელი და აქვს ბრიტანეთის მოქალაქეობა. ხუთშაბათს პოლიციამ რამდენიმე ბინა გაჩხრიკა მკვლელობასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG