Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი და სერბია ხელს მოაწერენ შეთანხმებას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ


დღეს სოჭში სერბიისა და რუსეთის პრეზიდენტები - ტომისლავ ნიკოლიჩი და ვლადიმირ პუტინი ხელს მოაწერენ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას. სერბიის მედიის ცნობით, შეთანხმება ეხება კავშირების განმტკიცებას ბევრ სფეროში - ბიზნესის, ვაჭრობისა და ინფრასტრუქტურული პროექტების ჩათვლით. შეთანხმება აგრეთვე მხარს უჭერს უფრო მჭიდრო პოლიტიკურ თანამშრომლობას კოსოვოს საკითხზე. კოსოვომ 2008 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა. არც სერბიასა და არც რუსეთს დღემდე არ უცვნიათ კოსოვო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. რუსეთში იმყოფებიან აგრეთვე სერბიის პირველი ვიცე-პრემიერი და თავდაცვის მინისტრი ალექსანდარ ვუჩიჩი. ის რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს შეხვდება.
XS
SM
MD
LG