ბრიტანეთის მედიის თანახმად, ამ ქვეყნის სამხედრო თვითმფრინავების თანხლებით, პაკისტანის საერთაშორისო ავიაკომპანიის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც მანჩესტერში უნდა დამჯდარიყო, ლონდონის მახლობლად, სტენსტედის აეროპორტზე დაეშვა. სამგზავრო თვიმფრინავი ლაჰორიდან მოფრინავდა, მის ბორტზე 297 მგზავრია. ბრიტანეთის პოლიციის თანახმად, ინციდენტი მოხდა თვითმფრინავის ცაში ყოფნისას. საქმეს არკვევენ. სხვა დეტალები არ არის ცნობილი.
ყველაზე პოპულარული
1