სტოკჰოლმის გარეუბნების ქუჩებში უკვე მეხუთე დღეა გრძელლება ქუჩის არეულობა. მოძალადეებმა ცეცხლი წაუკიდეს ავტომანქანებს, ასევე სკოლის შენობას. დაშავებულები არ არიან. პოლიციამ დააკავა რვა ეჭვმიტანილი. არეულობა მოჰყვა ხუთი დღის წინ, პოლიციის მიერ ერთ-ერთ ბინაში ცივი იარაღით ხელში ჩაკეტილი მოხუცი კაცის დახვრეტას. სოციოლოგები იტყობინებიან შვედეთში ახალგაზრდა, უმუშევარ ემიგრანტებს შორის გაუცხოების თაობაზე. ამასთან ამ ქვეყნაში ბოლო წლებში უფრო მეტად გამოჩნდა განსხვავება მდიდრებსა და ღარიბებს შორის. მემარჯვენე-ცენტრისტულმა მთავრობამ, რომელიც 2006 წლიდან მართავს შვედეთს, შეკვეცა სოციალური დახმარება.
ყველაზე პოპულარული
1