Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში სასკოლო ავტობუსში გაზის ბალონის აფეთქებას 16 ბავშვი ემსხვერპლა


პაკისტანის ოფიციალურ პირთა ცნობით, აღმოსავლეთ პაკისტანში, სასკოლო ავტობუსში გაზის ბალონის აფეთქების შედეგად დაიღუპა 16 ბავშვი და მათი მასწავლებელი. პოლიციის ცნობით, შვიდამდე ბავშვი დაშავდა. შემთხვევა მოხდა ქალაქ გუჯრათთან, ისლამაბადიდან 200 კილომეტრში.
XS
SM
MD
LG