Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერი და ლავროვი იმსჯელებენ სირიის შესახებ კონფერენციის პერსპექტივაზე


აშშ-ის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ჯონ კერი და სერგეი ლავროვი დღეს პარიზში გამართავენ შეხვედრას, სირიის შესახებ სამშვიდობო კონფერენციის პერსპექტივაზე მოსალაპარაკებლად. სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვალიდ ალ-მოალემმა კვირას გამოაცხადა, რომ მთავრობა „პრინციპში“ მზად არის საერთაშორისო მოლაპარაკებაზე დასასწრებად. მაგრამ ნათელი არ არის, შეკრებაში მონაწილეობას მიიღებს თუ არა სირიის სამოქალაქო ოპოზიცია. ოპოზიციაში, სადაც უთანხმოება სუფევს სხვადასხვა ჯგუფის განსხვავებული პოზიციებისა და ისლამისტების გავლენის გამო, ნათქვამი აქვთ, რომ გამორიცხავენ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობასთან მოლაპარაკებას. სადავოა კონფერენციაში ირანის მონაწილეობაც, რადგანაც ამაზე უარს ამბობს საფრანგეთი. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს მსჯელობენ იმის შესახებ, გაუქმდეს თუ არა ემბარგო, რომელიც დაწესებულია სირიაში ოპოზიციისათვის იარაღის მიწოდებაზე.
XS
SM
MD
LG