Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიიდან იუწყებიან ორ ქალაქთან შეტაკებების შესახებ


სირიიდან იუწყებიან ორ ქალაქთან, მათ შორის დამასკთან, შეტაკებების შესახებ მაშინ, როცა კვლავ ვრცელდება ცნობები სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ჯარების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე. ოპოზიციონერი აქტივისტების ცნობით, სირიელი ჯარისკაცები ლიბანში დაფუძნებული „ჰოზბოლას“ მებრძოლების მხარდაჭერით მიიწევენ ქალაქ ყუსაირისაკენ. ბოლოდროინდელი იერიშები მიჩნეულია სირიის მმართველი რეჟიმის მცდელობად, გაიმყაროს პოზიციები მომავალი თვისთვის დანიშნული სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებამდე. მოლაპარაკების ინიციატორები აშშ და რუსეთი არიან. საფრანგეთის გაზეთ „მონდის“ დღევანდელ ნომერში გამოქვეყნდა თვითმხილველის მონათხრობი სირიაში ქიმიური იარაღის აპრილში გამოყენების შესახებ. კონფლიქტში დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ადანაშაუელებენ ქიმიური იარაღის გამოყენებაში.
XS
SM
MD
LG