Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში აფეთქებამ ხუთი პოლიციელი შეიწირა


პაკისტანში, სულ ცოტა, ხუთი პოლიციელი დაიღუპა გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად. აფეთქება მოხდა ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ხიბერ-პახტუნხვის პროვინციაში, ადგილობრივი პოლიციის ცნობით, რუტინული პატრულირებისას. დაღუპულებს შორის არის პოლიციის მაღალი რანგის წარმომადგენელი. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია, მაგრამ პაკისტანში მოქმედი თალიბები ხშირად ახორციელებენ თავდასხმებს უშიშროების ძალებზე ქვეყნის ამ რეგიონში.
XS
SM
MD
LG