Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი მკაცრად აკრიტიკებს სირიის შესახებ რეზოლუციის პროექტს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მკაცრად გააკრიტიკა სირიის შესახებ რეზოლუციის პროექტი, მასზე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში დღევანდელი დებატების დაწყებამდე. რეზოლუციის პროექტში, რომლის ინიციატორებიც შეერთებული შტატები, თურქეთი და კატარი არიან, დაგმობილია სირიის რეჟიმის მიერ ლიბანის „ჰიზბოლას“ მეომრების გამოყენება მეამბოხეებთან ბრძოლაში. ტექსტში მიუთითებენ „სერიოზულ საფრთხეზე“, რომელსაც რეგიონის სტაბილურობას უქმნის სირიაში უცხოელი მეამბოხეების ყოფნა. ლავროვმა რეზოლუციის პროექტს „უკიდურესად საზიანო ინიციატივა“ უწოდა და, მასთან დაკავშირებით, უწინარეს ყოვლისა, ვაშინგტონი გააკრიტიკა.
XS
SM
MD
LG