Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ლიბანის "ჰიზბოლას" მეომრებს სირიის დატოვებისკენ მოუწოდებს


აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ლიბანის "ჰიზბოლას" მეომრებს სირიის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა იენ პსაკიმ განაცხადა, რომ "მიუღებელი" და "საშიშია" ის, რომ "ჰიზბოლამ" მეომრები გაგზავნა სირიაში. დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა ისიც, რომ აშშ "ღრმად შეშფოთებულია ბოლო დღეებში სასაზღვრო არეალში მომხდარი ინციდენტების გამო". პსაკის თანახმად, აშშ გმობს ხუთშაბათს ლიბანელ სამხედროებზე განხორციელებულ თავდასხმას. ინციდენტის დროს 3 ლიბანელი ჯარისკაცი დაიღუპა. სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვალიდ ალ–მოალემმა განაცხადა, რომ ბაშარ ალ–ასადი სირიის პრეზიდენტის პოსტზე დარჩება მინიმუმ 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე და შესაძლოა, კიდევ იყაროს კენჭი.
XS
SM
MD
LG