Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრი საგანგებო მდგომარეობის ეპიცენტრში ჩავიდა


ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრი ჟანტორო სატიბალდიევი შაბათს
ქვეყნის ჩრდილოეთ ჯეტი-ოგუზის რაიონში ჩავიდა, სადაც 10 ივნისამდე საგანგებო მდგომარეობაა შემოღებული. ამ გადაწყვეტილების მიღება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც საპროტესტო გამოსვლების ათასობით მონაწილესა და პოლიციას შორის პარასკევს მომხდარი შეტაკებისას 50 ადამიანი დაიჭრა. შეტაკება მოჰყვა პოლიციის მიერ დემონსტრანტების დაკავებას. საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებმა დაიკავეს ელექტროსადგური და დენის მიწოდება შეუწყვიტეს კუმტორის ოქროს საბადოს. სატიბალდიევმა განაცხადა, რომ ყირგიზეთის მთავრობა შეისწავლის დემონსტრანტების მოთხოვნებს. კუმტორის საბადოს მართავს კანადის ფირმა „ცენტერა გოლდ კომპანი, “ რომლისგანაც დემონსტრანტები გარემოსდაცვითი პირობების გაუმჯობესებას და ადგილობრივებისთვის სამედიცინო პუნქტის შექმნას მოითხოვენ .
XS
SM
MD
LG