Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტამბოლსა და ანკარაში ორდღიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ დემონსტრაციების სიმწვავემ იკლო


თურქეთში, სტამბოლსა და ანკარაში, ორდღიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ დემონსტრაციების ძალა იკლებს. წუხელ სტამბოლის ქუჩებში რამდენიმე იზოლირებული შეტაკება მოხდა, მაგრამ, როგორც იტყობინებიან, კვირა დილას ვითარება დაწყნარდა. დაკავებულია ათობით სხვადასხვა დემონსტრაციაში მონაწილე 900-ზე მეტი ადამიანი. ეს წლების განმავლობაში ყველაზე ხანგრძლივი ანტისამთავრობო გამოსვლები იყო თურქეთში. შინაგან საქმეთა მინისტრმა მუამერ გულერმა თქვა, რომ დაკავებულთაგან ზოგი გათავისუფლებულია, სხვები კი გასამართლებულ იქნებიან. მისი თქმით, დაჭრილია 26 პოლიციელი და 53 სამოქალაქო პირი. არეულობა მოჰყვა სტამბოლში გასულ კვირაში ჩატარებულ საპროტესტო გამოსვლებს, რომლებიც მიმართული იყო ქალაქის ცენტრში, ტაქსიმის მოედნის მახლობლად მდებარე პარკში დაგეგმილი მშენებლობის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG