Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის ბასმანის სასამართლომ ორი თვით დააპატიმრა მახაჩყალის მერი


მოსკოვის ბასმანის სასამართლომ გამოძიების შუამდგომლობის საფუძველზე ორი თვით, 1 აგვისტომდე დააპატიმრა მახაჩყალის მერი საიდ ამიროვი. ამიროვს, რომელიც მკვლელობის ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი, ათი დღის განმავლობაში წარედგინება ბრალდება, - იტყობინება რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელი ვლადიმირ მარკინი. ამიროვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 31 მაისს აღიძრა. საქმე ეხება მის შესაძლო კავშირს 2011 წლის დეკემბერში საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლის, არსენ გაჯიბეკოვის სიკვდილთან. ამიროვი, რომელიც შაბათს დააკავეს და ეტაპით ჩაიყვანეს მოსკოვში, დანაშაულს არ აღიარებს და მას შეთითხნილს უწოდებს. მარკინის თქმით, გამოძიების ფარგლებში დაკავებულია ბოროტმოქმედების კიდევ ათი სავარაუდო თანამონაწილე.
XS
SM
MD
LG