Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში აფეთქებას ვაჟთა სკოლის მოსწავლეები ემსხვერპლნენ


ავღანეთის აღმოსავლეთში თვითმკვლელმა თავდამსხმელმა, რომელიც მოტოციკლს მართავდა, სულ ცოტა 9 მოსწავლე და ერთი პოლიციელი იმსხვერპლა. აფეთქება დღეს პაკტიის პროვინციაში, ვაჟთა სკოლასთან მოხდა. ხელისუფლების ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე ამერიკელი სამხედროების პატრული იყო. ჯერჯერობით არ არის ინფორმაცია არის, თუ არა დაღუპული რომელიმე ამერიკელი სამხედრო. ხელისუფლების ცნობით, თავდამსხმელმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში მოიყვანა ადგილობრივ ბაზართან, სწორედ მაშინ, როცა იქვე მდებარე ვაჟთა სკოლის მოსწავლეები შენობიდან საჭმელად გამოვიდნენ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ათზე მეტი მოსწავლე. აფეთქების შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ავრცელებს ნატო-ს „აისაფის“ მისია.
XS
SM
MD
LG